მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

მღვდელმთავრები და პატრიარქი

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

„გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამ დროისთვის უცნობია რა საკითხებზე შედგება მსჯელობა წმინდა სინოდის სხდომაზე.