მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

13 ივლისიდან ღია სივრცეში ღონისძიებებზე აკრძალვა მოიხსნება

ღონისძიებები ღია ცის ქვეშ

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე აკრძალვა მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ნებადართული იქნება. მაგალითად, ბოლო პერიოდში, კინოლოგების მხრიდან მოთხოვნა იყო, რომ გამოფენები ჩატარდეს. რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

2020 წლის მარტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო. შეზღუდვები კულტურულ ღონისძიებებსაც შეეხო.