მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

13 მაისიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

რეკომენდაციები სკოლებისთვის

13 მაისს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

„პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 13 მაისის დილის 09:00 საათიდან და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება პორტალზე registration.emis.ge

რაც შეეხება სკოლებში საბუთების მიტანას, დაიწყება 8 ივნისს და გაგრძელდება 22 ივნისის ჩათვლით. ასევე, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ საბუთები სკოლაში წარადგინონ ელექტრონული ფორმით“, - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.