მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ელექტრომომარაგება

19 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, წურწუმიას, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძის, სამტრედიის, მირცხულავას, წყალტუბოს, ბაღის, თორნიკე ერისთავის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ვახტანგ ლეჟავას და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ვახტანგ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტალების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, თოფურიას, უნივერსიტეტის, ჯურხა ნადირაძის, ზურაბ ანჯაფარიძის და ვაგან მამასახლისოვის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალილუევის, ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ჩოხატაურის, სელიმ ხიმშიაშვილის, აკაკი სურგულაძის, კიკნაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ნოე ჩხიკვაძის და მიქატაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, შატილის, სადმელის, საჩხერის, ტყიბულის, ხვანჭკარის, ჩარგლის, გიორგი ირემაშვილის და ქეთევან მაღალაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონების, შულენბურგის, კეცხოველის, ტაბიძის, გაგარინის, ქერჩის, მამკოდის, მორეტის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.