მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

19 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი

19 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ გალში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „აფხაზური ამბები“ ავრცელებს.

„ერთი წელი სრულდება რაც ირაკლი ბებუა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. დავუდგეთ მის ოჯახს გვერდით კვირას 12:00 საათზე კანცელარიის შენობის წინ. თავისუფლება ირაკლი ბებუას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუას, რომელმაც 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო დროშა“ დაწვა, ბრალი წაუყენეს ტყვია-წამლის უკანონო შენახვაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ხელყუმბარა РГ-42, რომელიც „ასაფეთქებელ მოწყობილობას წარმოადგენს“.

ამავე თემაზე:

🔴 ირაკლი ბებუას ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

🔴 ირაკლი ბებუას „აფხაზეთის სახელმწიფო დროშის“ დაწვისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

🔴 აფხაზი ვეტერანები ირაკლი ბებუასთვის 10 წლამდე პატიმრობას ითხოვენ