საზოგადოება

2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

2 ოქტომბერს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა
არჩევნები გაიმართება
1628014751
დაკოპირებულია

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები და ა.შ.

„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა, რაც აუცილებელია კანონმდებლობის სრული დაცვით საარჩევნო პროცესის წარმართვისთვის. შემოგთავაზებთ მრავალ სიახლეს და სერვისს, რომელიც მაქსიმალურად იქნება ამომრჩეველზე ორიენტირებული. აქტიურად ვიმუშავებთ ჩართულ მხარეებთან იმისათვის, რომ მათ მუდმივად ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს და იმედი მაქვს, ყველა ერთად მივალთ 2 ოქტომბრამდე იმ განცდით და მოტივაციით, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და გავაკეთოთ არჩევანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ არჩევნები“,- განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

„2 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წი...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609
ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410
ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლ...

ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთ...

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.