საზოგადოება

2 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი - კრწანისის საარჩევნო ოლქში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

2 ოქტომბრის არჩევნებში
ხმის ელექტრონულად
დათვლის საპილოტე პროექტი -
კრწანისის საარჩევნო
ოლქში იმიტირებული
არჩევნები ჩატარდა
1632333051
დაკოპირებულია

კრწანისის საარჩევნო ოლქში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა. სწორედ კრწანისის საარჩევნო ოლქში გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განსხვავებული ფორმატით დაგეგმილი არჩევნების იმიტაციას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მოადგილეებთან და კომისიის წევრებთან ერთად დაესწრო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება, რაც მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში დააფიქსიროს.

„იმისთვის, რომ ორ ოქტომბერს დაგეგმილი პილოტი იყოს ადმინისტრირების თვალსაზრისით გამართული და ყველა რისკი იყოს დაზღვეული, დღეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები/კენჭისყრა იმართება. ძირითადი პოზიტიური ნოვაცია ამ ნაწილში რაც გვაქვს, არის ის, რომ 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით, სულ რაღაც 1 ღილაკზე ხელის დაჭერით, რამდენიმე წუთში გვექნება ჩვენ ამ უბნების წინასწარი შედეგები", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 823 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. იმიტირებული კენჭისყრის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.