მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

20 ივნისს დაზარალებულები პარლამენტთან აქციას გამართავენ

რუსეთი ოკუპანტია

20 ივნისს დაზარალებული აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

რუსთაველის გამზირზე აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

მას სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 20-21 ივნისს 275 პირი დაზარალდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი.

მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს.

დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.