მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2004-2011 წლებში, ანუ ადეიშვილის მოადგილე თოთო კახიძის „უსაფრთხო“ საქართველოში, წელიწადში საშუალოდ 565 ადამიანს კლავდნენ განზრახ, ქართველს და უცხოელს“ - რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

პარლამენტარი რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კახიძე აღნიშნავს, რომ 2011 წელს საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო ევროპაში.

„თოთო კახიძეს უთქვამს, ჩვენ დროს, ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოო. 2004-2011 წლებში, ანუ ადეიშვილის მოადგილე თოთო კახიძის „უსაფრთხო“ საქართველოში, წელიწადში საშუალოდ 565 ადამიანს (დღევანდელზე ორჯერ მეტს) კლავდნენ განზრახ, ქართველს და უცხოელს, მათ შორის, კლავდა ხელისუფლება. უბრალოდ, მაშინ ოპოზიცია არ აწყობდა ფლეშმობებს თითოეულ გარდაცვლილზე. ბინძური სვავები!“ - წერს რატი იონათამიშვილი.