საზოგადოება

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ, რომელიც ნორვეგიელმა  ბრეივიკმა ჩაიდინა და 77 ადამიანი ემსხვერპლა, არცერთ პოლიტიკოსს არ დაუკავშირებია ეს მასობრივი მკვლელობა და მკვლელი სახელმწიფოს სახელთან - თამთა მეგრელიშვილი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი Pia.ge
1627842365
დაკოპირებულია

,,გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბედნიერების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით (World Happiness Report), ნორვეგია მეორე პოზიციაზეა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის დონე, უსაფრთხოება, დასაქმების გარანტიები და სხვა", - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აოციალურ ქსელში წერს.

,,2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ, რომელიც ნორვეგიელმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ჩაიდინა და რომელსაც 77 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი ქართველი თამთა ლიპარტელიანი იყო. მომხდარის სიმძიმის მიუხედავად, ქალაქში არაფერი შეცვლილა - ქვეყანამ, სახელმწიფომ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა მიიღო.

არავინ გამოსულა საკუთარი ქვეყნის მიმართ ზიზღნარევი მოწოდებებით. არცერთ პოლიტიკოსს არ გამოუცხადებია, რომ ნორვეგია გამოერიცხათ უსაფრთხო ქვეყნების რიგებიდან; არცერთ პოლიტიკოსს არ დაუკავშირებია ეს მასობრივი მკვლელობა და მკვლელი სახელმწიფოსა და ქვეყნის სახელთან. მძიმე ფაქტია ავსტრალიელი შანაი ბრუკის გარდაცვალება.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების პირობებში, ხელოვნურია გვარამიების, ჟორჟოლიანებისა და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ( ოპოზიციის) ვაი-ვიში.

მათი მხრიდან მიზანმიმართული სიბოროტეა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება თუ საჯარო მოწოდება - რომ საქართველოში კლავენ. კი, საქართველოში კლავდნენ, ნიკა გვარამიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის ერეკლე კოდუას დროს! კი, საქართველოში ტურისტებს კი არა, ჩვენც გვეშინოდა გარეთ გასვლა, რადგან ვიცოდით, რომ სისტემა კლავდა!

ახლა მკვლელების მიერ მკვლელობაზე პოსტები, მოწოდებები და ყალბი გოდება მხოლოდ მიზანმიმართული დავალებაა იმისა, რომ დამნაშავედ, საფრთხის შემცველ გარემოდ გამოაცხადონ მთელი ქვეყანა!" - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები ი...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

1632035022
ნარიყალას უბანი

522 თბილისი, 226 იმერეთი - ეპიდვითარება საქარ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 920 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა.

1632033961
„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე - ამ სა...

„საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სერგო ხიდეშელი ონის მუნიციპალიტეტის სოფლ...

ონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი სერგო ხიდეშელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ნაკიეთის, ნიგავზების და ჟამიერეთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.