მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

26 ივლისს ჯივიპი ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ჯივიპი ხვალ, 22 ოქტომბერს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 26 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მილების წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 26 ივლისის დილის 11:00 საათიდან 26 ივლისის საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონს, ამბერკი ტაბიძისა და ფერმწერთა ქუჩების ნაწილს, ფერმწერთა I ჩიხს და შესახვევს, ლეო და ნოდარ გაბუნიების, თვალჭრელიძის, ვარაზის და კვაჭაძის ქუჩებს.

სოფელ თხინვალაში - კეჭაყმაძის, ავალიანის, ჯამბაკურ-ორბელიანის, შუამინდვრის ქუჩებს; თხინვალის აგარაკებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMSშეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge