მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

ცე ჰეპატიტი და ბავშვები

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა!

2015 წლიდან საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, განიკურნოს ამ დაავადებისგან. C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები ფინანსდება 100%-ით.

28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საინფორმაციო კამპანიის „იCოდე, ჰეპატიტი არ იCდის!"ფარგლებში, 10:00 საათიდან მობილური ამბულატორია განთავსდება რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოქალაქეებს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზე ჩაიტარონ ტესტირება (სწრაფი ტესტი):

C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ/შიდსი, სიფილისი

16:00 სთ-ზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაიმართება მსვლელობა. აქტივივისტები და ყოფილი პაციენტები გაავრცელებენ საინფორმაციო მასალას, ისევე როგორც მოსახლეობას მიაწვდიან ზეპირ ინფორმაციას ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში Cჰეპატიტის ტესტირებასა და მკურნალობის შესაძლებლობაზე.

აქცია გაიმართება COVID 19 ის პანდემიის პირობებში შეზღუდვების, შესაბამისი რეგულაციების და უსაფრთხოების წესების დაცვით.

C ჰეპატიტი არის ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ანთებადი დაავადება და მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ჰეპატიტის სახით. დაავადება შესაძლოა იყოს მსუბუქად მიმდინარე და მხოლოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, ან მძიმე და ქრონიკული, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება.

მსოფლიოში 71 მილიონ ადამიანს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. საქართველოში ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულია დაახლოებით 150 000 ადამიანი. მათგან დიდმა ნაწილმა არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „B და C ჰეპატიტის მქონე პაციენტებმა, რომელთაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ, მკურნალობა არ უნდა შეწყვიტონ“ - ინფექციონისტი

🔴 რა სიხშირით ფიქსირდება C ჰეპატიტი ბავშვებში? - ინფექციონისტის განმარტება