მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

67 დადასტურებული შემთხვევა და 2 გარდაცვლილი - ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

კორონა ვირუსაა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

არსებული ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ტესტი 373 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 67 კი დადებითი აღმოჩნდა.

აგრეთვე გამოცემის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.