მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

9 ბენეფიციარზე მეტი ერთ ოთახში - ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები დარღვევებზე საუბრობენ

ბავშვთა სახლი ნინოწმინდაში

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, ჯანდაცვის უწყებიდან 4 კაციანი ჯგუფი შევიდა.

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, პანსიონში ერთ ოთახში 9 ბენეფიციარზე მეტი იყო. მათივე თქმით, ბოლო ვიზიტის დროს არაერთი დარღვევა გამოიკვეთა.

„ჩვენ ვამოწმებთ წელიწადში ერთხელ. კანონით გვაქვს მინიჭებული დაწესებულების სალიცენზიო პირობების შემოწმების უფლება. ერთ ოთახში იყო 9 ბენეფიციარზე მეტი, არ ხდებოდა 12 თვეში ერთხელ ბავშვების 12-დღიანი აგარაკზე გაყვანა ხდებოდა.

ასევე, მენიუში არ იყო სამ კომპონენტიანი სადილი. ეს დარღვევები იყო“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა ტარიელ კაშიამ.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას პირადად გავუწევ რეკომენდაციას“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „ქალი ხარ თუ კაცი, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო“ - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს

✔️ „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონი

✔️ „ე.წ. ომბუდსმენი ჩვენს ბავშვთა სახლს ეჩხუბება, მათი იდეოლოგიაა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებები“ - მეუფე სპირიდონი

✔️ „თუ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველს, ამ ხნის განმავლობაში რას ელოდებოდა?“ - ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიონზე