მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრანპრის მთავარი ვარსკვლავია

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის                                                  მთავარი ვარსკვლავია

24-26 სექტემბერს,ხორვატიის დედაქალაქში IJF-ის კალენდრის მორიგი ტურნირი - ზაგრების გრანპრი გაიმართება. თითქოს, იქ ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა არ იგეგმებოდა, თუმცა 4 მათგანი მონაწილეობას მაინც მიიღებს გრანპრიში.

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი 81 - კილომდე წონით კატეგორიის მსოფლიო ლიდერი და გრანპრის მთავარი ვარსკვლავია. ტატოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებს კიდევ სამი ქართველი: ჯუმბერ მელაძე, ლუკა მაისურაძე და ზაურ დვალაშვილი.

„საკმაოდ დიდი მოლოდინი მაქვს გამარჯვების, ოლიმპიადის შემდეგ რწმენისთვის და მოტივაციისთვის მჭირდება გრანპრიზე გამარჯვება. ვარ პირველი ნომერი ჩემი წონის კატეგორიაში , გამარჯვება ამ ტიტულის შენარჩუნებაშიც დამეხმარება, ასე რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნის მისაღწევად,“ - განაცხადა ტატო გრიგალაშვილმა.

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებებსა თუ ტურნირებში.

„აჭარაბეთმა“ შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებგვერდი, სადაც გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.

„აჭარაბეთი“ ტატოს გამარჯვებას უსურვებს!