მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო: მოქალაქეებს არ აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები

მოქალაქეებს არ აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები

ქობულეთში დღეს გამართულ საპროტესტო აქციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა.

„აჭარის მთავრობის წევრებმა ბობოყვათის მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართეს. როგორც ცნობილია, ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად, მოქალაქეებს არ აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბობოყვათში მიწა არ ეკუთვნით, ისინი მთავრობისგან ითხოვენ რაიმე გზის გამოძებნას, რათა აღნიშნული მიწა საკუთრებაში დარეგისტრირდეთ.

მთავრობის წევრების მიერ მოსახლეობას განემარტა, რომ ქონების განკარგვა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობასთან კვლავ გამართონ შეხვედრა, რომლის ფარგლებში, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ“, - აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

შეგახსენებთ, 1 საათის უკან ბობოყვათში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.