საზოგადოება

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმეზე კვლევის პრეზენტაცია გამართეს 

ახალგაზრდა ადვოკატების
განცხადება
1623336232
დაკოპირებულია

„მსგავსი ტიპის გარიგებას, როცა ეროვნული ბანკი უკვე საკუთარ ბალანსზე აღებული უძრავი ქონების გირაოდ გამოყენების საშუალებას აძლევს ქონების წინა მეპატრონეს, პრეცედენტი არ გააჩნია. ეროვნული ბანკის ახალ შენობასთან დაკავშირებული საქმე, კერძოდ - ბანკსა და რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ შორის, ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის შეძენის შესახებ არსებული გარიგება, არის ფორმალური იურიდიული საფუძვლებით, წინასწარი განზრახვითა და მოჩვენებითად და თვალთმაქცურად შექმნილი გარიგება“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა ეროვნული ბანკის ეგრეთ წოდებული „ახალი შენობის საქმეს“ და ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ისტორიაში, ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას - ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას კერძო კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულსა და კორუფციული შეთანხმების ნიშნებს.

ეროვნულმა ბანკმა „სითი ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულების ძალით, გადაიფორმა ყოფილი რესტორან „არაგვის“ მიმდებარე ტერიტორია, იქვე დასთანხმდა ამ ტერიტორიის „ვითიბი ბანკის“ სასარგებლოდ „სითი ცენტრის“ მიერ საბანკო სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებას. შედეგად, „სითი ცენტრის“ მიერ აღებული იქნა სესხი 2 მლნ დოლარზე მეტი მოცულობით. პარალელურად თბილისის მთავრობასთან ეროვნულმა ბანკმა აწარმოა ფაქტობრივად ასევე ფორმალური ურთიერთობა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღების მიზნით, რაზედაც მიიღო უარი.

ფორმალური ეს ურთიერთობა იყო იმიტომ, რომ თავიდანვე კარგად იცოდა ეროვნულმა ბანკმა, რომ უარს მიიღებდა, რამდენადაც თბილისის განვითარების გენერალური გეგმა უკვე არსებობდა ამ დროისთვის და მისი მიხედვით ამ ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბის მშენებლობის დაშვება წარმოუდგენელი ვარაუდი იყო.

ფაქტია, მთელი ამ აღწერილი პროცესის შედეგად, სარგებელი მიიღო მხოლოდ ერთმა სუბიექტმა - კომპანია „სითი ცენტრმა“, რომელიც ბიზნესმენ რომან ფიფიას სახელს უკავშირდება. ამ კომპანიამ მიიღო ეროვნული ბანკის პრაქტიკული ხელშეწყობით 2 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი კომერციული ბანკისგან.

ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის, ანუ, უმაღლესი ხარისხის სახელმწიფო ინსტიტუციის როლი და ფუნქცია, გამოყენებულ იქნა კერძო პირის/ბიზნესმენის/კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ. ეს ყველაფერი მეტყველებს და საქმის ფაქტობრივი და სამართლებრვი გარემოებების ერთობლიობაც ამბობს, რომ აქ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სავარაუდო კორუფციულ გარიგებას და ასევე ზეგავლენით ვაჭრობასაც.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმესთან დაკავშირებული კვლევა საჯარო გახადეს. ის განთავსებულია ორგანიზაციის ვებგვერდზე და მისი გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს აღნიშნული საქმით. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საკითხის უპრეცედენტობიდან და ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციული რისკის მასშტაბიდან გამომდინარე, გამართოს სპეციალური საპარლამენტო მოსმენა, სადაც ნათელი გახდება, რაში დასჭირდა ეროვნულ ბანკს მსგავს უპრეცედენტო ოპერაციაში მონაწილეობა“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.