მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა, მისი ქადაგების კონტექსტიდან ამოიღეს ერთი წინადადება და ინტერპრეტირებენ როგორც აწყობთ“ - გია ვოლსკი

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისში 2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მეუფე შიოს მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ მეუფე შიოს ქადაგებაში გაუგებარი არაფერია.

ვოლსკის თქმით, იმის გასაცნობიერებლად, რომ ბოროტების პატიებისა და დაუსჯელობის ვალდებულება არ არსებობს, ქადაგება საჭირო არ არის:

„ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ისტერიული შეტევა. მისი ქადაგების კონტექსტიდან ამოიღეს ერთი წინადადება და ინტერპრეტირებენ როგორც აწყობთ. რა არის გაუგებარი მეუფის ნათქვამში?! ან რად უნდა გვჭირდებოდეს ქადაგება იმის გასაგებად, რომ ბოროტების პატიებისა და დაუსჯელობის ვალდებულება არ არსებობს, არანაირ კონტექსტში. მით უმეტეს, რომ ჩამდენი არც ინანიებს და მეტიც, სწორ გზად მიაჩნია დესპოტური მართვა იმ ხალხის, რომელსაც, თურმე, თუკი ფეხქვეშ არ მოიქცევ, არაფერი ესმის. სწორედ ეს თქვა სააკაშვილმა ერთ-ერთ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარში, მკაფიოდ, უწმაწური სიტყვებით და ფორმით“, - წერს გია ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, 17 ოქტომბერს, სამებაში, მეუფე შიომ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, როდესაც ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

მოგვიანებით კი, ამ ქადაგების კომენტირებისას მთავარი არხის ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გპირდებით, უმალ თქვენი მორალური სიკვდილი დადგება, ვიდრე თქვენ კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით“.

18 ოქტომბერს მეუფე შიოს მიმართ კრიტიკას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა:

„ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ“ - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.