მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქციაზე იყო 14 ოქტომბერს, ტესტი გაიკეთა 15-ში და პასუხი მიიღო 16-ში - ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, ოპოზიციონერი გიგი უგულავა Pia.ge

„ბიუჯეტის კოვიდიანმა ქურდმა გიგი უგულავამ იქნება 2000 ლარიანი ჯარიმა არ გადამახდევინონო და 48 000 000 ლარიანი ტყუილ თქვა“, - წერს „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე და სოციალურ ქსელში გიგი უგულავას 15 ოქტომბერს გაკეთებულ PSR ტესტის პასუხს აზიარებს.

„ბიუჯეტის კოვიდიანმა ქურდმა გიგი უგულავამ იქნება 2000 ლარიანი ჯარიმა არ გადამახდევინონო და 48 000 000 ლარიანი ტყუილ თქვა, აქციაზე იყო 14 ოქტომბერს, ტესტი გაიკეთა 15-ში და პასუხი მიიღო 16-ში. 48 სთ წინ კი იყურება, მაგრამ 6 წელს ჯერ ვერ ქაჩავს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე და გიგი უგულავას პისიარ ტესტის პასუხს აქვეყნებს:

ინფორმაციისთვის, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ოპოზიციონერ გიგი უგულავას გამოჩენას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეებმა უგულავა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მან იზოლაციის წესი დაარღვია.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზოლაციის წესების დარღვევისთვის გიგი უგულავა 2 000 ლარით დაჯარიმდა.