მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალბათ ბოროტი ადამიანი თუ იქნება, რომელიც ძალადობას არ გმობს“ - მეუფე მიქაელი

მეუფე მიქაელი

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მოვლენის დროს სასულიერო პირები რომ არ ყოფილიყვნენ იქ ვითარება უფრო რთულად წარიმართებოდა.

მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია და მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „გაღიზიანებების“ გამომწვევმა პირებმა.

„არ არის ადამიანი ამ ქვეყანაზე, რომელიც არ გმობდეს ძალადობას, ალბათ ბოროტი ადამიანი თუ იქნება ისეთი, რომელიც არ გმობს.

ეკლესიამ როგორ შეიძლება, რომ არ დაგმოს და მოეწონოს არასწორი საქციელი? ხალხის აღელვებამ, აღშფოთებამ გამოიწვია ეს გაღიზიანებები.

თითქმის უმართავი გახდა იქ სიტუაცია და დაზარალდნენ და დაზიანდნენ ჟურნალისტები და მოქალაქეებიც. ვინც დაიწყო ასე ვთქვათ გაღიზიანებები ადამიანების მიმართ, პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ. სამღვდელოება რომ იქ არ ყოფილიყო მერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდებოდა“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴„არ იყო ეს ქრისტიანული, არ იყო ეს ნორმალური, არ არის საჭირო ასეთი აგრესიის დაფიქსირება“ - დავით აქუბარდია 5 ივლისის შესახებ

🔴მეუფე იაკობი: ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ

🔴ვახტანგ გომელაურს 18 ივლისს რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ