საზოგადოება

ამ დროისთვის, პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი - ჯანდაცვის სამინისტრო

ნინოწმინდა ბავშვთა სახლი
1623244888
დაკოპირებულია

ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს, ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების - „ვორლდ ვიჟენის“ და გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ წარმომადგენლებმა სამუშაო ფორმატში შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეები პანსიონატში არსებულ ვითარებას და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„ჩამოვედით ნინოწმინდის პანსიონატში იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ არსებულ მდგომარეობაზე, შევაფასოთ ვითარება და განვიხილოთ სამომავლო გეგმები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული ფორმატით იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

ეს არის ჩვენი მიზანი. მნიშვნელოვანია ბავშვების შეფასების პროცესი, რათა მათი საუკეთესო ინტერესი იყოს გამოვლენილი, ისევე როგორც ოჯახების შეფასება. პრიორიტეტულია ოჯახი, ოჯახური გარემო, ოჯახში ინტეგრაცია. ეს არ არის მარტივი პროცესი. აუცილებელია, რომ ეს პროცესი იყოს კარგად დაგეგმილი.

ამაში პროფესიონალების ჩართულობა არის საჭირო. ჩვენს გვერდით დგანან საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ როგორც აქ, ასევე გადაყვანის პროცესზე. ოჯახში გადაყვანის პროცესი ბავშვებისთვის უნდა იყოს უმტკივნეულო. საუკეთესო გამოსავალი ინდივიდუალური მიდგომაა.“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე, თანმიმდევრულად განხორციელდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 7 შშმ ბავშვის ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში გადაყვანა მყისიერად განახორციელა.

ამ დროისთვის, პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი, ხოლო ადგილზე დარჩენილი 28 არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში, ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ.

ამ დროისთვის ბავშვების მდგომარეობის, საჭიროებების შესწავლისა და შეფასების პროცესი კვლავ გრძელდება. მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათთან გასაუბრებები და რეაგირების ღონისძიებების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრის მიზნით, მიმდინარეობს. ეს ეხება, როგორც ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას, მცირე საოჯახო სახლებში ან მინდობით აღზრდაში განთავსებას.

ასევე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ ბავშვთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას.

ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის და დეინსტიტუციონალიზაცის პროცესის განხორციელებისთვის გარდამავალი პერიოდში თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია.

ნინოწმინდის პანსიონატში ადგილზე ბავშვებთან მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით გაგრძელდება, რათა მათი შემდგომი განვითარებისათვის, შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა სწორად იყოს შერჩეული.

პანსიონატში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, საპატრიარქოს, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ (UNICEF) და „ვორლდ ვიჟენის“ (World Vision International) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

✅მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი

✅„არასრულწლოვნებმა ჩემთან საუბრისას გაიხსენეს პანსიონში ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები“- ნინო ლომჯარია

კორონავირუსი ნეგატიურ
გავლენას ახდეს ადამიანის
ინტელექტის დონეზე

კვლევა: კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ა...

კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე, - ამის შესახებ კვლევა სამედიცინო ჟურნალში The Lancet-ში გამოქვეყნდა.

1627459265

„რუსეთს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობი აქვს, მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო სახიფათოა“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

1627465164

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 10 წლის შემდეგ საქართველოში გაიხსენება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკურ ანალიზს ჩაუტარებენ.

1627464854

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

1627463324

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1627463058
სტიქია კახეთში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთში მრავალწლოვანი...

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა კახეთის მუნიციპალიტეტს. დაზიანებულია გზები, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება რე...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს Agile Spirit – 2021 რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხეს უწოდებს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1627460162
„კატასტროფული მდგომარეობაა“ - დევი ტაბიძ...

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, პროფესორი დევი ტაბიძე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს.

1627459981
ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალური შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე კლასიფიკაციის მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი გახლდათ.