მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე სამღვდელოებას: ძალიან გთხოვთ გვერდით დაგვიდგეთ, მოსახლეობას თქვენი სჯერა

NCDC-ის დირექტორი

„ძალიან გთხოვთ, რომ გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა“,- ამ სიტყვებით მიმართა სამღვდელოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ წინა წელს ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. მან თხოვნით მიმართა წმინდა სინოდს, რომ ამჯერადაც, ვაქცინაციის დაწყების კუთხით, ითანამშრომლონ ექიმებთან, რადგან ეკლესიის გავლენა საზოგადოებაზე ძალიან ძლიერია.

„საქართველოს ეკლესია გახლავთ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია. გვახსოვს, პანდემიის დაწყების შარშანდელ პერიოდში, როგორი პოზიცია ჰქონდა და როგორ დაგვეხმარა მთლიანად ეკლესია და განსაკუთრებით, მისი უწმინდესობა.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვთხოვო წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ძალიან გთხოვთ, რომ გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბოლო 200 წლის განმავლობაში, ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მისი ეფექტურობა მეცნიერულად დასაბუთებულია, ეკლესიასა და მეცნიერებას შორის კი ძალიან მჭიდრო კავშირია.

„ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული და ეკლესიასა და მეცნიერებას ყოველთვის აქვს სინერგიული დამოკიდებულება, ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის და ჩვენთვის ეს დიდი პატივია, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

აგრეთვე იხილეთ:

ამირან გამყრელიძემ დაასახელა დრო, როცა საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება