მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინასთან დაკავშირებით ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

თუმცა, რომელ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამირან გამყრელიძე მის სახელს არ აკონკრეტებს.

„ვაქცინებთან დაკავშირებით გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება ერთ-ერთ ძლიერ ჯგუფთან, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც უფრო ადრეულ ეტაპზეა მოსალოდნელი. მის სახელს არ დავასახელებ, მიკერძოებაში რომ არ ჩამომერთვას. მოლაპარაკება მიმდინარეობს ერთ-ერთ გლობალურ კომპანიასთან, რომელთან მოლაპარაკებასაც ევროპის ბევრი ქვეყანა აწარმოებს. თუ ეს ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, დარწმუნებული ვარ, ის საქართველოსთვისაც იქნება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 908 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 761 გამოჯანმრთელებულია, 14 გარდაცვლილი.