მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ უნდა ვთქვათ სიმართლე იმის გამო, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა?“ - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

„ეს წუთია გავიგე და მწუხარებით მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო. ვფიქრობ, რომ ასეთი რამე არ უნდა მოხდეს. სამშობლოს დაცვა სხვა რამეა ზოგადად. როცა შენს ემოციას ვერ თოკავ და სამშობლოს დაცვის საბაბით რაღაც არასწორს აკეთებ, ეს არ ნიშნავს რომ სწორია.

კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? იგივე ამბავი იყო, როდესაც თავს მოხვევა ხდება, ისეთი იდეოლოგიისა, რომელიც ტოტალიტარულია, იქ ხდება ისეთი სიტუაციები, როდესაც ფარგლებიდან არის გამოსული დამოკიდებულება.

ვიღაცა ვიღაცას, რომ დაარტყამს ეს ნიშნავს იმას, რომ სამშობლო არ უნდა დავიცვათ და არ უნდა ვთქვათ ის, რაც სიმართლეა? არ უნდა ვთქვათ სიმართლე იმის გამო, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა?“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე:

✔️ „ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა“ - პრეზიდენტი ოპერატორის გარდაცვალებაზე

✔️ „ამ ქვეყანაში ჟურნალისტებს კლავენ“ - ინგა გრიგოლია

✔️ პრეზიდენტი გარდაცვლილი ოპერატორის სახლში მივიდა (ვიდეო)