მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არა ოკუპანტის ამნისტიას“ - 20 ივნისს დაზარალებულები აქციას მართავენ

აქცია - არა ოკუპანტის ამნისტიას

20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ყველა ბრალდებული სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

„არა ოკუპანტის ამნისტიას“ - ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დასაჯოს მოქალაქეების დაზიანებაში მონაწილე ყველა სამართალდამცველი და ასევე პასუხი აგონ პოლიტიკური თანამდებობების პირებმა, ვინც 20 ივნისს აქტივისტების დარბევა დაგეგმა.

საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. ისინი იზიარებენ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და აცხადებენ, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოთ სამართალდამცველებს, რომელთა მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 20-21 ივნისს 275 პირი დაზარალდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის ღამეს „თვალთხარია“ იყო ნიკანორ მელია და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც დაიწყეს შტურმი პარლამენტზე

⭕ „20 ივნისს წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა მძიმე დაზიანებები თავიდან აგვეცილებინა“ - სუბარი

⭕ ირაკლი კობახიძე გახარიაზე - კურდღელი ვნახეთ 17 თებერვალს და 20 ივნისს