მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არანაირი იმედი არ გვაქვს“ - საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე

ზაზა გახელაძის ცოლი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას არანაირი იმედი არ აქვს.

ირმა ბუთხუზის თქმით, 23 ივნისს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა და სწორედ ამ რიცხვიდან გეგმავს ოჯახი საპროტესტო აქციებს.

„ამ შეხვედრის არანაირი იმედი არ გვაქვს. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენც დავესწროთ ამ შეხვედრებს. ვფიქრობთ, რომ დროა ჩვენი ოჯახიც ჩაერთოს გათავისუფლების პროცესში. ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთია და ეს არის ზაზას თავისუფლება. 23 ივნისს ზაზას დაბადების დღეა და სწორედ 23-დან ვაპირებთ აქციების დაგეგმვას“, - აღნიშნა ბუთხუზმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას გეგმავენ

✔️ „ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი შეეფარდა“ - მურატ ჯიოევი

✔️ ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა