მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ“ - ივერი მელაშვილი

გათავისუფლება

დავით გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დასრულდა.

„ამ საქმეში არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ. როგორც თავიდანვე, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და ქართული მხარის ინტერესების საზიანოდ არის მოწყობილი,“ - განაცხადა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილმა წევრმა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესზე.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედებათ, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელება, ზემდგომი პირის დავალებით.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

👉 28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ივერი მელაშვილი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს