მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი - ელექტროსისტემა

ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი - ელექტროსისტემა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზს განმარტავს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები:

„დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო,“ - აღნიშავენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

⭕ ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ელექტროენერგია საქართველოს უდიდეს ნაწილს არ მიეწოდება