მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავთანდილ ცინცაძე: დიდ დიღომში განხორციელებული პროექტები ათწლეულებს გაუძლებს

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში საბურთალოს რაიონის მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა დიდ დიღომში სანიაღვრე და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას შეეხებოდა, რაზედაც ავთანდილ ცინცაძემ უპასუხა, რომ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და რეაბილიტირებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ათწლეულებს გაუძლებს.

„დიდ დიღომში, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიიდან დავიწყეთ ცენტრალური სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. აქ მცხოვრებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ასევე, უხვი ნალექის დროს რთული ვითარება იქმნება. შესაბამისად სანიაღვრე და წყალარინების ქსელები გასაახლებელია. ამ პრობლემის მოგვარება დავიწყეთ, სამუშაოები მიმდინარეობს და მალე დასრულდება. რაც შეეხება კერძო დასახლებას, იქ ჩვენ ბოლო წლებში 20 დიდი საკვანძო ქუჩა მოვაწესრიგეთ. საერთო ჯამში, დიდ დიღომში განხორციელებული პროექტები, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები ათწლეულებს გაუძლებს. ამის მაგალითია პეტრიწის ქუჩა, სადაც ყოველ მხრივ მძიმე მდგომარეობა იყო, დღეს კი, ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ადგილია“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.