მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში სამი ადამიანი დაშავდა

ავარია კახეთი

ყვარელი- თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და ჟიგულის მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამარშრუტო ტაქსი რამდენჯერმე ამობრუნდა. მსუბუქი ავტომობილი კი სრულად დაიმტვრა.

სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი პირები, მათ შორის მძღოლები, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული და პირველადი დახმარება ამ წუთებში უტარდებათ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.