მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ევაკუაცია ბათუმში

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

ექსპერტიზის განმეორებითი დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ პირველ სართულზე დაზიანებულია მზიდი კედელი და შესაბამისად ცხოვრება სახიფათოა.

სწორედ ამიტომ მოსახლეობის ევაკუაცია პრევენციის მიზნით მიმდინარეობს. კორპუსი მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს.

როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე აცხადებს, საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე კომერციული ფართის მოწყობამ საყრდენი კედლის დაზიანება გამოიწვია.

„წერილები გაგზავნილია მერიაში, ეს არის აბსოლუტურად საჯარო და ექსპერტიზა არის მოთხოვნილი. პირველადი დასკვნით შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე არ არის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ეს ამბავი, პრევენციის მიზნით მიმდინარეობს ევაკუაცია და არა იმიტომ რომ საფრთხის შემცველია“, - აცხადებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელია ლელა სურმანიძე.

კორპუსში მცხოვრები ოჯახები ბათუმის მერიას დროებით სასტუმროში გადაჰყავს.