მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბათუმში მუშაობა მთელი ღამე გაგრძელდება, თუნდაც ხვალამდე“ - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მისი თქმით, ნანგრევებში დაახლოებით 10 მოქალაქეა მოყოლილი.

„გიდასტურებთ, ორი ადამიანია, ორივე ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ცოცხალია, კონტაქტურები არიან ორივე, ორივე გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი - მესამე ადამიანის ცხედარია ნანახი, დამიზუსტებენ ახლა. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 7-8 კაცი, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით.

ვმუშაობთ მთელი ღამე და გაგრძელდება მუშაობა თუნდაც ხვალამდე, სანამ არ დასრულდება და ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, იქიდან გამომდინარე, რომ გადარჩენილი ადამიანი ჩვენ არ დავაზიანოთ. მძიმე სამუშაოა, კიდევ ხაზს ვუსვამ, იქიდან გამომდინარე, რომ ორ კორპუსს შუა დგას ეს ჩამონგრეული კორპუსი“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილთაგან 3 ბავშვი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სავარაუდოდ, ნაპოვნია ერთი ცხედარი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

„კამერები ნახეს პოლიციელებმა და გაზის შემთხვევაში ჩამონგრევა ასე არ ხდება“ - შს მინისტრი

⭕ „მოდიოდა ქვები, ლოდები, ბურუსი იყო მთელ სალონში“ - სალონის თანამშრომელი

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი

„ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს ნანგრევებში მოყოლილი“ - გომელაური