მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ნანგრევებში მოყოლილ მცირეწლოვანს მრავლობითი ზედაპირული დაზიანება აღენიშნება - ექიმი

ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკა

ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილ მცირეწლოვანს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ ბათუმის იაშვილის კლინიკის პედიატრმა თამარ ბახტაძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, მცირეწლოვანს წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს.

„ამ ეტაპზე პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ზედაპირული დაზიანება, ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა. დანარჩენ კვლევებში სხვა პათოლოგიები არ შეინიშნება. მიმდინარეობს კვლევა და მონიტორინგი გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. ჩვენთან ამ ეტაპზე ერთი ბავშვია შემოყვანილი“, - აღნიშნა ექიმმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

🆘ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

🆘 ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ამდენი გამწარებული ხალხი თქვენს ზურგზეა“ - ბათუმის მერის მოადგილეს ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდა (ვიდეო)

პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა (ვიდეო)

ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„სუნთქვა შემიძლია“ - ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ (ვიდეო)