მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბავშვმა დაასახელა, რომ აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა“ - სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის მერი მაღლაფერიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში შესვლის პრობლემა ამ დრომდე ნამდვილად არსებობდა.

როგორც მან აღნიშნა, პანსიონატის მხრიდან შესვლაზე უარის მიზეზად პანდემია სახელდებოდა.

„ნამდვილად იყო შესვლის პრობლემა, რაც პანსიონატის მხრიდან ახსნილი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენს სოციალურ მუშაკს მუდმივად ჰქონდა სატელეფონო კავშირი. ბავშვებს აქვთ ტელეფონები და მუდმივად იყო მათთან სატელეფონო კავშირი“, - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, პანსიონატიდან ბოლო შეტყობინება 10 დღის წინ მიიღეს, როცა ბავშვმა აღმზრდელის მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ განაცხადა.

„ბოლოს 10 დღის წინ იყო მომართვა. ბავშვმა დაასახელა, რომ მისი პანსიონატში ცხოვრების დროს მასზე ერთ-ერთი აღმზრდელი ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ბავშვი გამოყვანილ იქნა პანსიონიდან და ამის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ბავშვმა განაცხადა, რომ ფაქტი იყო 3 წლის წინანდელი“,- აღნიშნა მერი მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ.

მათ პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 6-მა არასრულწლოვანმა ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვა

👉 „ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო“ - სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

👉 9 ბენეფიციარზე მეტი ერთ ოთახში - ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები დარღვევებზე საუბრობენ