მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბობოყვათში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ბობოყვათში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

ბობოყვათში ადგილობრივებმა რკინიგზა გადაკეტეს.

ისინი ტერიტორიის მათთვის დაბრუნებას და რეგისტრაციას ითხოვენ, რომელიც აჭარის მთავრობამ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა და მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 100-ზე მეტი ოჯახი აცხადებს.

პოლიციამ ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავა და აქციის ტერიტორიიდან გაიყვანა.

აქციის მონაწილეები ადგილზე კარვების მიტანასაც გეგმავენ.