მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩემთვის ის საცოდავი არსებაა, მატყუარა, ცრუ - მამა ანთინოგენე მეუფე სტეფანეზე

ჩემთვის ის საცოდავი არსებაა, მატყუარა, ცრუ

მამა ანთინოგენე ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს მატყუარას უწოდებს. მისი თქმით ის არარაობაა.

„ჩემთვის ის არარაობაა, არსებაა საცოდავი, მატყუარა, ცრუ, ვინც მას კიდევ გვერდში უდგას და გვერდში დგომას გამოუცხადებს, ისინიც საცოდავები და არაქრისტიანული სულის მატარებლები არიან.

ერის კაცად დამტოვა?! - რომელი ერის კაცად, ერს, რომელსაც ყველგან და ყველაფერში ატყუებენ, ერს, რომელსაც მამათმავალობაში ბრალდებული პატრიარქი ჰყავს და აუკრძალეს ამაზე საუბარი, ერს რომელსაც საქვეყნოდ გამოაქვეყნეს ის, თურმე როგორი ეკლესიის წარმომადგენლები გვყოლია და ახლა თავს იმართლებენ“, - განაცხადა არქიმანდრიტმა, მამა ანთინოგენემ.

ის პირები, რომლებიც დღეს სამუდამოდ განიკვეთნენ სამონაზვნო ცხოვრებიდან, არ აპირებენ, დაემორჩილონ მეუფის მიერ მიღებულ განჩინებას.

ისინი აცხადებენ, რომ მონასტრებს არ დატოვებენ და მიტროპოლიტს მატყუარას და პროვოკატორს უწოდებენ.

შეგახსენებთ, დღეს 19 სექტემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 10-მდე სასულიერო პირი სამუდამოდ განკვეთა სამონაზვნო და სასულიერო დასიდან.