საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში
დასასვენებელი სივრცე
მოეწყო
1627626199
დაკოპირებულია

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, დასრულებული პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ვოლსკისთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული მოედანი, განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით. ასევე, განთავსდა საპარკე ავეჯი და ტრენაჟორი. გაკეთდა სივრცე ბავშვებისთვის. დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია შემოიფარგლა უსაფრთხოების მოაჯირით.

ინფორმაციისთვის, სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 370 000 ლარია.

ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები ი...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში არსებულ ეპიდსიტუაციასა და აცრების მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, აცრების მაჩვენებელმა იკლო.

1632042201

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043
ჯუანშერ ბურჭულაძე
ეროვნული თავდაცვის
აკადემიაში გაუმჯობესებულ
პირობებს გაეცნო

ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული თავდაცვის აკადემია...

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.