მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ვართ ის, ვისაც მართლა სწამს იმის, რასაც იესო ქადაგებდა! იქით არიან ორკები“ - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩის ლიდერი

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ სოციალურ გვერდზე ეხმიანება.

„ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ ვიკამათოთ რამხელა უნდა იყოს გადასახადები, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელი პარტია სჯობს და რანაირად უნდა ვუშველოთ მართლმსაჯულების სისტემას,
მაგრამ ის ხალხი, ვინც ვთანხმდებით ელემენტარულზე, რომ სუსტის ცემა ჯოგურად ნაბ...ობაა, რომ ქალის ცემა ჯოგურად ნაბ..ობაა, რომ ბავშვების ცემა იმის გამო, რომ ტატუ აქვს, ან გრძელი თმა აქვს, ან საყურე უკეთია ნაბ...ობაა, რომ ტურისტის დაჭრა იმის გამო, რომ გარეგნობაში რაღაც არ მოგეწონა ნაბ...ობაა,
რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ჯოგად დევნა და ცემა ნაბ...ობაა, რომ ესაა ელემენტარული ცივილიზებული წესები. გაცილებით მეტნი ვართ ამ ქვეყანაში! გაცილებით!

ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში უმრავლესობა! ჩვენ ვართ მართლა ქართველები! ჩვენ ვართ მართლა კავკასიელები! ჩვენ ვიცავთ მართლა ტრადიციებს! ჩვენ ვართ მართლა ქრისტიანები! და ჩვენ ვართ ის, ვისაც მართლა სწამს იმის, რასაც იესო ქადაგებდა! იქით არიან ორკები.

იმას, ვინც სუსტებს, ბავშვებს, ქალებს, ჟურნალისტებს სცემს ჯოგურად, არც ეროვნება აქვს, არც წარმომავლობა, არც რწმენა და არც ღირსება, ესაა უსახო ველური ჯოგი, რომელიც საუკეთესო რუსულ ტრადიციებში ეფარება ყველაფერ იმას, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია და ძალადობს. დღეს, 20.00 საათზე, პარლამენტის წინ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერები 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.

პარტიებმა საპროტესტო აქცია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით დააანონსეს.

აქციას გამართავენ: „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“.

იხილეთ აგრეთვე:

✅„საპატრიარქო და „ოცნება“ ერთი ბნელი მხარეა, ორივეს ფული და ძალაუფლება აინტერესებს“ - ზურაბ ჯაფარიძე

✅დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

✅ჟურნალისტების სია, რომელთაც რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ

✅რადიკალური დაჯგუფების წევრები TV პირველის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ