მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას“ - გურამ ფალავანდიშვილი

ფალავანდიშვილი

„ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი“,- აღნიშნულის შესახებ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა დაკითხვაზე წასვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ დააკავებენ და უარს აცხადებს დაკითხვაზე.

„ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. თუ 10 მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთის და ვერც პუტინი ვერაფერს იზამს.

ახლა ჩვენ მივდივართ განყოფილებაში, როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე, სასამართლოზე გვქონდა ადვოკატთან ერთად საუბარი. გამოვთქვამ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს თბილისი პრაიდს და მედია ტერორისტებს - ტელევიზიებს. იყო ტერორი მედიის მხრიდან, შეიძლება ჩვენი მხრიდანაც დაღუპულიყო ვინმე“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი სამართალდამცველებმა პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

16 ივლისს კრიმინალურმა პოლიციამ „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების ზურაბ მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას, ასევე, ფალავანდიშვილებისა საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

აგრეთვე იხილეთ:

✅გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა

✅გურამ ფალავანდიშვილის და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

✅„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე გამოკითხვაზე გადაიყვანეს