მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა“ - შუქრუთელების პროტესტი გრძელდება

შუქრუთის მცხოვრები, აქტივისტი

აშშ-ის საელჩოს შენობასთან შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. ისინი უკვე 29-ე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ, ხოლო მე-4 დღეა, რაც წყლის მიღებაზეც უარს აცხადებენ.

შუქრუთელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

„დღემდე რასაც ვითხოვთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს ამ პროცესში, ეს კი არა, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობითაც არავინ დაინტერესებულა.

გუშინ შედგა გარკვეული კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენელთან, რომელსაც ისევ და ისევ ავუხსენით ჩვენი რეალური პრობლემები და მოთხოვნები. ამ დრომდე არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა“, - აღნიშნა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში პროტესტი ხანგრძლივად მიმდინარეობდა და ამჟამად ადგილობრივები თბილისში აგრძელებენ შიმშილობას.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებულ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ცხოვრება მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ამერიკის საელჩოს წინ ან დავიხოცებით, ან რეალურად პრობლემა გადაიჭრება“ - შუქრუთელები სასმელი წყლის მიღებაზე უარს ამბობენ

👉 ჭიათურაში სამმა ქალმა პირი ამოიკერა

👉 ჭიათურაში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა