მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩვეული აგრესიული ხულიგნობით იქცეოდა, ასე იცის მწარე ფიასკოს მოლოდინმა - გია აბაშიძე მელიაზე

ექსპერტი გია აბაშიძე Pia.ge

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, ნიკა მელია ჩვეული აგრესიული ხულიგნობით იქცეოდა:

„სააკაშვილის რადიკალური პარტიის ნომინალური თავმჯდომარე, ნიკანორ მელია ისე გათავხედდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან (!!!), ვაკეში. ნაცსექტის „ნოუჰაუ“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში - მარტო ჩემი „სიმართლეა“, სხვისი არა! კობახიძეს არ დაასრულებინა მედიასთან ურთიერთობა, ჩვეული აგრესიული ხულიგნობით იქცეოდა.
ასე იცის მწარე ფიასკოს მოლოდინმა, სააკაშვილის გავეშებული რადიკალებისთვის საზოგადოებრივი ვერდიქტის გამოტანამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა“, - წერს გია აბაშიძე.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.

ამავე თემაზე:

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

„პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“ - კობახიძე მელიას (ვიდეო)