მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, დაემორჩილეთ პოლიციის თანამშრომლებს - აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, დაემორჩილეთ პოლიციის თანამშრომლებს - აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი

„ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ახლა მიმდინარეობს სამაშველო საძიებო მოქმედებები“, - ამის შესახებ აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად, ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ და მიმდინარეობს გამოძიება.

„ჩამონგრეულია კორპუსის ერთი მხარე, სადარბაზოს ერთი ნაწილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ახლა მიმდინარეობს სამაშველო საძიებო მოქმედებები, ჩართულია როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე, პოლიციის თანამშრომლები, ადგილზეა სასწრაფო დახმარება, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურები.

მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე, რომლის დახმარებითაც ხდება დაშავებულების აღმოჩენა ინტენსიური სამუშაოების პროცესში და მათ ევაკუაცია. დაშავებულთა რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან ვთხოვო მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები, დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომლებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერიტორია შემოსაზღვრულია და მათ მხრიდან არ მოხდეს სამუშაოებზე ხელის შეშლა“, - განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

👉 პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

👉 ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა (ვიდეო)

👉 ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

👉 „სუნთქვა შემიძლია“ - ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ (ვიდეო)