მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დამიჯერეთ, ჟურნალისტების თანადგომა ხვალ თქვენც დაგჭირდებათ“ - დათო ლიკლიკაძე

დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ვინც იწონებს დაპირისპირებული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივ ქმედებას საზოგადოებისათვის ძალიან საშიშები არიან.

„საერთოდ რაზეა ხალხო საუბარი, რა მედიის ხელყოფაზე და რა ჟურნალისტის უფლებებზე. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები (თანაც საკმაოდ), რომლებიც პოსტავენ რომ „მოიქცნენ წესიერად ჟურნალისტები და არ მოხვდებათო“.
ძალიან საშიში სიმპტომია მეგობრებო ეს, ძალიან საშიში...

და ვისაც ახლა ეს ყველაფერი გკიდიათ, დამიჯერეთ, ხვალ თქვენც დაგ... და დაგჭირდებათ ჟურნალისტების თანადგომა. დამიჯერეთ, ცხოვრება ძალიან საინტერესოა, არაფერი თავის ადგილზე არ ჩერდება“, - განაცხადა დავით ლიკლიკაძემ.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

✅რადიკალური ჯგუფები „ფორმულას“ კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

✅ტურისტის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

✅რადიკალური დაჯგუფების წევრები „მთავარი არხის“ ოპერატორს თავს დაესხნენ (ვიდეო)