მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვპროვოცირებთ“ - ვარლამ გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანი

„რაც უნდა მარაგი შეიტანონ, ამ გზაზე გავლას ვერ ასცდებიან, ამიტომ მოუწევთ ჩვენთან კომუნიკაცია ამ თვალსაზრისით და ჩვენ მათ შევუშლით ხელს, რომ სამუშაოები არ განახლდეს“, - ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი მონაწილეები ყველანაირად ეცდებიან კომპანიის სამუშაოებს ხელი შეუშალონ, რა დროსაც პოლიციასთან დაპირისპირება გამორიცხული არ არის.

„ყველა შემთხვევაში ვეცდებით, რომ ხეობაში კომპანიის მუშაობა შევაჩეროთ. ხეობის რაჭიდან შემოსასვლელი ჩაკეტილია, ასევეა ქუთაისიდან შემოსასვლელიც. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკა და მანქანები , რაც შეეხება მოსახლეობას და გამვლელებს, მათ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ.

დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამოვრიცხავთ, რადგან უკვე 5-ჯერ დაგვარბიეს აქ მთელი პროტესტის განმავლობაში. ჩვენ ამას არც ერთ შემთხვევაში არ ვპროვოცირებთ“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ 23-24 მაისს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციები გამართეს.

მათი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე და დოკუმენტაციაზე ხელმომწერი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაამატეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რიონის ხეობის მცველები გუმათში დაბრუნდნენ - ვარლამ გოლეთიანი სამოქმედო გეგმას ასახელებს

„შემწყნარებლობა ვერ შევაგნებინეთ“ - სოფელ გუმათში გურამ ფალავანდიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა

რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს