მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს“ - მეუფე დიმიტრი

მეუფე

მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მეუფის თქმით, ყველანაირი ძალადობა დასაგმობია.

„ძალადობა ყოვლად დასაგმობია. ეს ცხადზე უცხადესია. თავისთავად ეს ყველაფერი ლამაზი არ იყო და დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს, თუნდაც დავით გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტს პროვოკაციის ელფერი გასდევდა.

„ბატონი ივერი მელაშვილი მყავს მხედველობაში. როდესაც იცი, რომ გარეჯელი ბერების ხსენების დღეა, იცი რომ უამრავი მომლოცველია ჩასული და ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ, სალოცავში არავინ არ უშვებს არც მომლოცველებს, არც მოძღვრებს ... შენ ჩადიხარ რბილად, რომ ვთქვათ ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად, იცი რომ იქ შესაძლებელია მოხდეს უსიამოვნება. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს“, - აცხადებს მეუფე.

ინფორმაციისათვის, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიტროპოლიტი ყელში სწვდა ჟურნალისტს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

შემთხვევა 7 მაისს მოხდა. „მთავარის“ ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში სინოდის წევრების შეხვედრის გასაშუქებლად იყო ჩასული.

👉 მეუფე ნიკოლოზი: 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე ჩემი მწყობრიდან გამოყვანას - მოვითმენ, მე-15-ზე შეიძლება ვერც მე მოვითმინო

👉 „ისტორიულად ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა“ - მეუფე დიმიტრი

👉 „ანტონ ბულუხია კრიმინალია, აი, ასეთი მიტროპოლიტი გვმოძღვრავს“- ბასილ კობახიძე