მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასანანია, რომ ქართველების 30 წლიანი ბრძოლა ამით დასრულდა“ - ნინო ბურჯანაძე მელიას დაკავებაზე

მელიას დაკავებაზე

ნიკა მელიას მხარდასაჭერად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძეც იმყოფება.

იგი ნიკა მელიას დაკავების ფაქტს შემდეგი სიტყვებით ეხმიანება:

„ეს არის დიქტატურის დამყარება, რაც ხდება. ძალიან მაინტერესებს ერთი ჭკუათმყოფელი არ ჰყავდათ, რომ ეს ყველაფერი 23 თებერვალს არ გაეკეთებინათ?

საღამოს მივლენ და იუნკერების ხსოვნას მიაგებენ პატივს. ძალიან დიდი სირცხვილია და დასანანია, რომ ქართველების 30 წლიანი ბრძოლა ამით დასრულდა,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ინფორმაციისთვის,

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხმაურია. სამართალდამცველები შენობაში იმყოფებიან. მელიას მხარდამჭერების წინააღმდეგობის მიუხედავად სამართალდამცველები ოფისში შევიდნენ.

პოლიციას შენობიდან აქტივისტები და მელიას მხარდამჭერები გამოჰყავს. სამართალდამცველებმა ნიკა მელია შენობიდან უკვე გაიყვანეს.

აგრეთვე იხილეთ:

ნიკა მელია დააკავეს! (ვიდეო)