მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაცვის გარანტია არ არსებობს, ყველას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ“ - ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი

სამი მედიასაშუალების „ფორმულას“, „ტვ პირველისა“, „მთავარის“ დირექტორებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს.

როგორც ბრიფინგზე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, ხელისუფლება და პოლიცია მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

„საქართველოს ხელისუფლება არ ან ვერ ასრულებს საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას მოქალაქეები დამნაშავეებისგან, რომლებიც ემუქრებიან ჟურნალისტებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებით, სიცოცხლის მოსპობითაც, მათ შორის.

ჩვენს ჟურნალისტებს აქვთ სერიოზული დაზიანებები. ესენი არიან: დეა მამისეიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ნინო გაზდელიანი, დათუნა ახალაძე, ანრი ჯოხარიძე, ქეთა ციცქიშვილი და თორნიკე ბარნაბიშვილი.

საქართველოს ხელისუფლებამ არ აიღო პასუხისმგებლობა აღნიშნულზე. პოლიცია მოქმედებს შესაძლებლობის ფარგლებში, თუმცა მათი რაოდენობა ისეთია, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია გაუმკლავდნენ ამ შემთხვევას.

პოლიციის რეაგირება არის მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ და არა პრევენციული ღონისძიება“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, რადიკალური ჯგუფები არბევენ ქალაქს და ისინი ფიზიკურად უსწორდებიან ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რის გამოც სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს.

„არც არავის მოვუწოდებ, არც არავის ვთხოვ, უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას. მოცემულობა არის იმგვარი, რომ დაცვის არავითარი გარანტია არ არსებობს. საფრთხე ემუქრება ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. არავის მოვუწოდებ უკან დახევისკენ, უბრალოდ, ვამბობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა, ამიტომ გავითვალისწინოთ ეს. ვინც მართალია, მისთვის სიფრთხილე არ არის უკან დახევა. ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი სტრატეგიული მიზნისკენ, საბოლოო გამარჯვებისკენ. მინდა მოგიწოდოთ დაფიქრებისკენ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ჩახმახზე გამოკვრა იყო პრემიერის მდაბიო გამოსვლა, რომლითაც მან წაახალისა ძალადობა და პოლიტიკურ სპეკულაციებს მიჰყო ხელი. ეს ვითარება გადაიყვანა პოლიტიკურ კონტექსტში და გამოიყენა საარჩევნო მიზნებისთვის.

მინდა, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვიდეს და შეაფასოს პრემიერის ეს განცხადება. მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, გამოვიდნენ და შეაფასონ ძალადობა ჟურნალისტებზე, დააფიქსირონ თავისი აზრი, მათ შორის პრემიერის ქსენოფობიური, სამარცხვინო და სპეკულატორული განცხადება“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები დილიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

მათ პარლამენტთან კარვები დაარბიეს, ამავდროულად ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს და დააზიანეს მათი ტექნიკა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რადიკალური დაჯგუფების წევრები TV პირველის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

👉 რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებული პირველი არხის ოპერატორი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი

👉 რადიკალური ჯგუფები „ფორმულას“ კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)