მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ქართველიშვილი: დაველოდოთ საია-ს „სუიციდს“, იმედია ცარიელ ველზე აიფეთქებენ თავს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელს ეხმიანება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობის ეხება.

„პოლიტიკური ტერორიზმის ველზე, თამაშის წესები ფაქტობრივად იდენტურია რეალური ტერორიზმის სამყაროში აპრობირებული წესებისა. შეირჩევა თვითმკვლელი ან მამაკაცი („რწმენისადმი მოწამე“) ან დედაკაცი („სამოთხეში ბედნიერი გათხოვების მაძიებელი“), აღიჭურვებიან ასაფეთქებელი ნივთიერებებით, შეიჭრებიან ხალხმრავალ ადგილებში და „მეწამეობრივად“ სისხლიანი სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს. მსგავსი დანაშაულის ერთადერთი აღკვეთის საშუალებაა - წინმსწრები ინფორმაცია და დამნაშავეთა აყვანა/ლიკვიდაცია. მსგავსი პროცესია პოლიტიკაშიც. ასე მაგალითად, ნაცმოძრაობამ შეარჩია „თვითმკვლელი“ - საია-ს სახით და მის მიერ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პირველი სარჩელის შეტანა, შაჰიდის ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვის ტოლფასია. ხოლო, არჩევნების მეორე დღეს, საია-ს მიერ მოსალოდნელი მეორე სარჩელის შეტანა, ამ ასაფეთქებელი მექანიზმების მოქმედებაში მოყვანის ტოლფასია. თუმცა, აღნიშნული განზრახვა გუშინდელ ბრიფინგზე ფაქტობრივად გააჟღერა ირაკლი კობახიძემ, ხოლო დღეს - უნებლიეთ აღიარა და დაადასტურა ხატია დეკანოიძემაც. ასე რომ, წინმსწრები ინფორმაცია გაგვაჩნია, დანაშაულის პრევენცია განხორციელდა - დაველოდოთ საია-ს „სუიციდს“. იმედია ცარიელ ველზე აიფეთქებენ თავს - თუმცა, წმინდა ჰუმანური მოსაზრებებით, მოდით - არც ეს ფუჭი სისულელე არ ვურჩიოთ!“ - წერს დავით ქართველიშვილი.