მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით თვალაბეიშვილი: რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ, რომ ისინი „ენკას“ თანამშრომლებს საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას მისცემენ

დავით თვალაბეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აღნიშნავს, რომ რიონის ხეობის დეესკალაციის პროცესში პასუხისმგებლობა „რიონის მცველებმაც“ უნდა აიღონ. თვალაბეიშვილი თქმით, პროტესტის მონაწილეებმა „ენკას“ თანამშრომლებს ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობა უნდა მისცენ.

„რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაციის პროცესზე მედიაციის შეხვედრაზე საუბრისას მთავრობის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ასევე ყურადღება გამახვილდა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც „რიონის მცველებმა“ უნდა აიღონ კომპანია „ენკას“ თანამშრომლებისთვის ლეგიტიმურად მინიჭებული საქმიანობის გაგრძელების მიზნით.

ასევე დავაზუსტებ, რომ მედიაციის დროს არ ყოფილა საუბარი ხეობიდან პოლიციის უპირობო გაყვანაზე“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით წარმოებული მედიაციის პროცესში ნამახვანი ჰესის პროექტის შესახებ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო „მცველების“ მიერ სოფელ ნამახვანში საპროტესტო აქციის განახლებაზე, მაგრამ ამავე დროს, ცალსახა იყო ბატონი დირკ ბუშლეს, მედიატორის მოლოდინი იმის შესახებ, რომ „ენკას“ საქმიანობას პროტესტის მონაწილეები ხელს არ შეუშლიდნენ.