მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს თუ აღვირახსნილი“ - მეუფე ნიკოლოზი მედიას

ახალქალაქის, ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

„ჩვენ, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ. თქვენ თქვენი წილი აიღეთ. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს თუ აღვირახსნილი. ჟურნალისტის აღვირახსნილობა მიუღებელია!“, - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი“, - ასე მიმართა კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ძალადობაა, როცა საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელ რაღაცას აკეთებ.

„ჩვენ ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხისმგებლობა, დიდი ბოროტების, რაც მოხდა. ცალკე საკითხია, როდესაც სახელმწიფოს აიძულებ გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ გააკეთო ის, რაც არ უნდათ ადამიანებს, რომ გააკეთო.

ეს არ არის აზრის გამოხატულება, როდესაც ადამიანების უმრავლესობას არ უნდა და დგახარ და საჯაროდ ისეთ რაღაცას აკეთებ და ამბობ, რაც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის. ეს არის ძალადობა“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას დღეს დაკრძალავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თქვე მოძალადეებო, აქეთ გვეძახით მოძალადეებს, თქვენ უწევთ პროპაგანდას გარყვნილებას“ - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს (ვიდეო)

👉 ჟურნალისტების სია, რომელთაც რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ

👉 მეუფე იაკობი: ჩვენ შუაში ჩავდექით, კიდევ უარესი ამიტომ არ მოხდა